07:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 00:37:33, 885 ნახვა

პოლიტიკა
30-ზე მეტი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის სოლიდარობა ვახო სანაიას

30-ზე მეტი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებს და მისი დაკავების ფაქტს „ქართული ოცნების“ მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ  ნაბიჯად მიიჩნევს.
 

მედიების ერთობლივი განცხადება:
 

„19 ოქტომბერს დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას. პოლიცია მას გზის გადაკეტვას ედავება.

დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და “ქართული ოცნების” მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები — ეს “ქართული ოცნების” მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა.

მიუხედავად ზეწოლის არაერთი მცდელობისა, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის და ერთად ვდგავართ სიმართლისა და დამოუკიდებლობის იდეის მხარეს“.
 

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები [სია განახლებადია]:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია/„მედიაჩეკერი“;

მედიასახლი „გურია NEWS“;

მედია აპრილი;

ინდიგო;

ბათუმელები/ნეტგაზეთი;

რადიო WW;

აჭარა თაიმსი;

მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“;

რადიო „მარნეული“; 

სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი|TOK ;

ქართლის ამბები;

ჩემი ხარაგაული;

ტვ კავკასია;

ტაბულა;

ტვ პირველი;

Artarea;

რადიო ქალაქი;

On.ge;

სტუდია „მონიტორი“;

„ინფო იმერეთი“;

BMG (Business Media Georgia);

ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი;

ფორმულა;

სამხრეთის კარიბჭე;

ქუთაისიპოსტი;

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი;

პროექტი 64;

პუბლიკა;

Chai Khana;

მაუწყებელი;

აი, ფაქტი;

გურიის მოამბე;

აქცენტი;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics