23:31 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-18 18:00:40, 1310 ნახვა

სამართალი
სუსი იკვლევს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მილიონობით ლარის წარმომავლობას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლებიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და ნაღდი ფულის წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.

"ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.“,- განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics