|
2025-10-17 23:38:20, 1607 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
BBC-ის ცნობით, უკრაინამ შესაძლოა შეერთებულ შტატებს „ათასობით დრონი“ გაუგზავნოს „ტომაჰაკვის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა იარაღის სანაცვლოდ, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „თანამედროვე ომი მოითხოვს დიდი რაოდენობით დრონებს“. „ომი მხოლოდ „ტომაჰაკვის“ გამოყენებას არ ეხება; ეს ასევე ათასობით დრონს ეხება. ჩვენ მათ ვაწარმოებთ. შეერთებულ შტატებს სხვა რაკეტების დიდი წარმოება აქვს, მაგრამ მას არ აქვს ათასობით დრონი, როგორიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს სერიოზული შეთავაზება დრონებზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. როდესაც ჰკითხეს, დააინტერესებდა თუ არა აშშ უკრაინასთან დრონების შესახებ შეთანხმებით, ტრამპმა უპასუხა: „სწორედ ამას ვაკეთებთ. დიახ, სწორედ ამას გავაკეთებდით. ახლა ბევრი დრონი გვაქვს. ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ მათ, მაგრამ დრონებს სხვა ქვეყნებიდანაც ვყიდულობთ. მე უკრაინული დრონებით ვარ დაინტერესებული. „ისინი ძალიან კარგ დრონებს ამზადებენ... ამ ომის გამო, დრონებით ომი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წინა პლანზე წამოიწია“, - ციტირებს Reuters პრეზიდენტს. ტრამპის სიტყვები ასევე მიუთითებს, რომ ტომაჰავკების კიევში გადაცემა ორი ლიდერის შეხვედრის დღის წესრიგშია. „ამაზე ვისაუბრებთ. მართალი ხართ. ეს ესკალაციაა, მაგრამ განხილვის საკითხია“, - თქვა ტრამპმა კითხვაზე პასუხის გაცემისას, მიეცემა თუ არა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტომაჰავკები ძალიან ძლიერი და ზუსტი იარაღია, რომელიც თავად შეერთებულ შტატებს სჭირდება და დასძინა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მათი გამოყენების გარეშეც შეიძლება. „ვიმედოვნებ, რომ ისინი არ დასჭირდებათ“. „იმედი მაქვს, რომ ომს „ტომაჰავკებზე“ ფიქრის გარეშე დავასრულებთ. ჩვენ გვირჩევნია, რომ ომი უბრალოდ დასრულდეს, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანი ომის დასრულებაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)