04:01 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-17 17:52:37, 564 ნახვა

სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე შაიშმელაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯამში, დაკავებულია 62 ადამიანი. გელაძის თქმითვე, უცხოეთში მყოფ კიდევ ორ პირზე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, ერთერთი - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილია.

"ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი - სამართალდამცველებზე ძალადობა.

რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან ერთერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება" - განაცხადა გელაძემ.

ივანიშვილის შს მინისტრის თქმით, აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს "დანაშაულის ჩამდენი  სხვა პირების იდენტიფიცირების და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით".

"ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეომასალების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 35 პოლიციელი არის დაშავებული.  მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდა" - აცხადებს გელაძე.

ივანიშვილის შს მინისტრის თქმით, "უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics