2025-10-16 18:14:50, 272 ნახვა
ეკონომიკა
პროფესიულ აკადემიებში საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე 4000-მდე განაცხადი შემოვიდა
![]() საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტს ახორციელებს. პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად ბანკმა ახალი სასტიპენდიო პროგრამა წამოიწყო, რომელიც პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება გუშინ დასრულდა და სტიპენდიის მიღების სურვილი 4000- მდე ადამიანმა დააფიქსირა, მათ, ვისაც პროფესიის ცვლილება და ახალი უნარების შესწავლა სურს. საქართველოს ბანკის ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემიაა ჩართული. მათ შორის არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|