|
2025-10-16 18:06:58, 657 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მკაცრი გაფრთხილება მისცა
საპატრიარქოს ზნეობის კომისიამ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს, ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის, მკაცრი გაფრთხილება მისცა "მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი. კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები, სადაც იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. კერძოდ, მის საუბრებში, როგორც ამბიონიდან, ისე საჯარო გამოსვლებში, გამოიკვეთა წმინდა სინოდის, ცალკეული სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ასევე, მისი მხრიდან ადგილი აქვს ცილისწამების გავრცელებას, თითქოს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, საპატრიარქოში შეხვედრისას, მას თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოეთხოვა პასუხი. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, რომელზეც დაბარებული იყო და მღვდელმთავრებთან საკუთარი პოზიციის განმარტების საშუალება მიეცემოდა, არქიმანდრიტი დოროთე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. ეს კი სასულიერო პირის მხრიდან სერიოზულ დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულის საფუძველზე, კომისიის წევრებმა დასკვნის სახით მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე" | ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში დასკვნა, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა, 2026 წლით თარიღდება
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)