|
2025-10-16 12:04:40, 923 ნახვა
პოლიტიკა
ელინა ვალტონენი კობახიძეს - ჩამოდით ფინეთში, შეხვდით თავისუფალ მედიას და დაესწარით ნებისმიერ დემონსტრაციას
"გეპატიჟებით თქვენ, ირაკლი კობახიძეს, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას" - ამ სიტყვებით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს. ვალტონენი წერს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. "საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივებით. ჰელსინკის საბოლოო აქტი (1975): [წევრი სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება. ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები გამომდინარეობს ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის. ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, გეპატიჟებით თქვენ, ირაკლი კობახიძეს, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას", - წერს ის.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)