|
2025-10-16 10:09:11, 911 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პრემიერი - არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს
არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, რაც ვიზუალურადაც ჩანს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი, რაზეც აქვს საზოგადოებას პროტესტი, არის ის, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. „რეალურად, ამაზე ძალიან ღიზიანდება საზოგადოება. ჩვენი მხარდამჭერების, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის ახლა კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, 50 კაცი, უცხოელი აგენტი, შეიძლება იქ ყველა არ არის აგენტი და ყველა ფულს არ იღებს, მაგრამ იქ ვინც იკრიბება, მათი უდიდესი უმრავლესობა არის უცხოური აგენტურა, რომლებიც გარე დაფინანსებით აორგანიზებენ ამ ე.წ. პროტესტს. როგორ შეიძლება, 50 კაცი კეტავდეს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. პროტესტი არ არსებობს ბუნებაში. ერთადერთი, არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფი, რომელიც ყოველდღე კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, რაც არ მომხდარა არასდროს. 4 ოქტომბერს 7 000-მდე ადამიანი გამოვიდა. როგორ შეიძლება, 7 000-მდე ადამიანმა სცადოს ხელისუფლების დამხობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ ნონსენსია, მაგრამ სცადეს. 7 000-მდე ადამიანს, დაწყებული პაატა ბურჭულაძით და დამთავრებული სალომე ზურაბიშვილით, „ენჯეოშნიკებით" და ა.შ. ყველას სჯეროდა, რომ 7 000-მდე კაცი შეიძლება მივიდეს აქციაზე და დაამხონ ხელისუფლება. ამ რწმენით გავიდნენ. ის ხომ იცოდნენ, რომ თავისუფლების მოედანსაც კი ვერ გაავსებდნენ, მაგრამ 7 000-მდე კაცი მივიდა და მოინდომა ხელისუფლების დამხობა. ამიტომ, პროტესტი არ არსებობს. ერთადერთი, რაზეც არსებობს საზოგადოებრივი პროტესტი, ეს არის ის, რომ 50 კაცი დღეს კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა", - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა საგარეო ფაქტორებზე. „ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის იმის ნათელი მაგალითი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ვიღაცას არ მოსწონს, რომ საქართველოში არის მშვიდობა, სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა. ვიღაცას არ მოსწონს ის, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მმართველ პარტიას და უნდათ, რომ ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ პროცესში. რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)