|
2025-10-15 16:16:29, 1140 ნახვა
სამართალი
კურტანიძე კვლავ პატიმრობაში დატოვეს – ის ძალადობის ნაწილში თავს დამნაშავედ მიიჩნევს
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ელდარ (ლუკა) კურტანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობა დატოვა. კურტანიძის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, გადაისინჯა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც. მედია ბათუმელების ცნობით, დღევანდელ პროცესზე კურტანიძემ ყოფილ ცოლზე ძალადობა დაადასტურა. მათივე ცნობით, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილში თავს დამნაშავედ მიიჩნევს. ბრალდების მხარის განცხადებით, ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა და კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, კვლავ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარე 50 000-ლარიან გირაოს შუამდგომლობდა. სახელაშვილმა ბრალდებით შუამდგომლობა დააკმაყოილა. 15 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ ელდარ (ლუკა) კურტანიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს - ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა. კურტანიძეს სახელმწიფო ბრალდება 4 მუხლს ედავება - ძალადობა, ნივთის დაზიანება, შემაკავებელი ორდერის დარღვევა და საკუთრების მფლობელობის დარღვევა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ელდარ კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს, 25 ივლისს სცემა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)