2025-10-15 16:09:47, 339 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წ3არმომადგენელი კვარაცხელია დასავლეთს - როდემდე უნდა გააგრძელოთ ჩვენი საზოგადოების და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ
![]() „მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენივე ხელით იმ ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების ძირის თხრა, რისი სახელითაც გვესაუბრებით? - ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კირცხალია ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაზე მისვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი თბილისში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. „ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავისი მანდატის მიწურულს, აქ კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს, ვიზიტის და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს. თურმე ქალბატონი შეშფოთებულია ჩვენი შემზღუდავი კანონებით. ოდნავ ღიმილის მომგვრელია და ვუსვამ კითხვას, რომელი კანონით არის შეშფოთებული? შემთხვევით, გამჭვირვალობის კანონით ხომ არა? ან ე.წ. ლგბტ თემის პროპაგანდის შემზღუდავი კანონით ხომ არ არის შეშფოთებული? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, როგორიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ემსახურება? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა? როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში თურმე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა დემოკრატიისთვის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს? გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილე პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა და ექსტრემიზმის, რასაც ბოლო წლებია, ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|