|
2025-10-14 14:35:07, 1889 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმი მისი დაქვემდებარებული სასამართლოს გზით პარტიების აკრძალვას გეგმავს
პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება, - ამის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ზუსტად ამის გამოხატულებაა ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. „ყველა ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში უკვე მომზადდება საბოლოოდ სარჩელი. ეს სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. დღეს ჩვენთან, პოლიტიკურ სისტემაში, არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მუდმივად მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება. ზუსტად ამის გამოხატულებაა ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)