16:52 - 18 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-13 11:22:00, 755 ნახვა

ეკონომიკა
დარეგისტრირდი Code IT-ზე და დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მოსწავლეებისთვის მომავლის პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მათი პოპულარიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ერთ-ერთი მათგანი Code IT-ია.

საქართველოს ბანკის, Lineate-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტი Code IT, პროგრამირებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში - ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. 

პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო. 

ამასთან, Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით. 

სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:

  • HTML & Css
  • JavaScript & Responsive Page
  • React

Code IT- კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად არის დაფინანსებული. 

მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება. 

პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე.

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი