|
2025-10-12 16:21:30, 1689 ნახვა
სამართალი
შსს: დაკავებულია აჭარის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ქრთამის სახით, ჯამში 1000 დოლარი აიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე რ.დ.-მ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის, შსს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და მოქალაქე რ.კ.-სთვის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ჯამში 1000 აშშ დოლარი აიღო. დაკავებისას რ.დ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების დანახვაზე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც მოახდინა შეჯახება. აღნიშნულის შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა მიმალვას, რა დროსაც სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას თანხის ნაწილი - 500 აშშ დოლარი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს". - წერია შსს-ს განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)