07:41 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-09 16:32:21, 976 ნახვა

სამართალი
თბილისში პოლონელ მესაზღვრეებს თავს დაესხნენ და დაჭრეს, ორი თავდამსხმელი დაკავებულია

უცნობი პირები თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. დაშავებულებს მძიმე ჭრილობები აქვთ მიყენებული. ინფორმაციას პოლონური მედია პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მომხდარის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს განცხადებით, საქართველოს ორი მოქალაქე, 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

"პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ოფიცრების ჯგუფს თბილისში თავს დაესხნენ. შედეგად, ჩვენმა ორმა ოფიცერმა თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები". - ამბობს პოლონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენელი, ანდჟეი იუჟვიაკი.

იუჟვიაკის ცნობით, თავდამსხმელები დანებით და რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულები. დაშავებულთაგან ერთ-ერთს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მეორე კი ოპერაციისთვის ამზადებენ.

პოლონური მედიის ცნობით, პოლონელი ოფიცრები თბილისში ევროპის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს (Frontex) მისიით იმყოფებოდნენ, რომელიც პოლონეთიდან საქართველოსა და პაკისტანის რამდენიმე მოქალაქის საკუთარ სახელმწიფოში დაბრუნების ოპერაციის ნაწილი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics