16:48 - 18 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-09 16:20:07, 579 ნახვა

ეკონომიკა
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი RedHack-ი ჩაატარა

5 დღე, 100 მონაწილე, 42 გუნდი და ერთი მიზანი - პირველი ქართული საბანკო გენერაციული ჩატბოტის გაუმჯობესება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს თიბისის მომხმარებელთა ცხოვრებას.

26-30 სექტემბერს თიბისიმ გამართა RedHack - საქართველოს პირველი მასშტაბური AI Red Team ჰაკათონი, რომელიც ორგანიზებული იყო თიბისი IT აკადემიისა და Data & AI გუნდის მიერ.

ჰაკათონში მონაწილეებიის მიზანი იყო გამოეცადათ და განევითარებინათ თიბისის ახალი გენერაციული AI ჩატბოტი ეთიკური ,,შეტევების’’, სისუსტეების აღმოჩენისა და უსაფრთხოების გაძლიერების გზით. მონაწილეებმა სხვადასხვა სცენარით Prompt Injection, Bias და Fairness ტესტებით, Hallucination ტესტავდნენ სისტემას, ხოლო AI გუნდი მიღებული შედეგების საფუძველზე მყისიერად იწყებდა ბოტის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების გაძლიერებას.

RedHack დაფუძნდა მეთოდოლოგიებზე, რომლებსაც იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა OpenAI, Anthropic და Microsoft, თუმცა ინიციატივა სრულად მოერგო თიბისის შიდა კულტურასა და გარემოს.

თიბისისთვის ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგიური ტენდენცია არ არის - AI კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ჰაკათონის შედეგებმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ AI უსაფრთხოება თიბისისთვის არა მხოლოდ ტექნოლოგიური ამოცანა, არამედ კომპანიის საერთო მიზანია, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია წვლილი შეიტანოს ინოვაციური სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში.

RedHack არის გზავნილი ტექეკოსისტემისთვის, რომ თიბისი არ არის მხოლოდ კომპანიაა, რომელიც იყენებს AI-ს, არამედ თიბისი ქმნის სტანდარტებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები და მოხდეს მათი პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენება.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი