07:40 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-08 20:38:48, 756 ნახვა

სამართალი
TV პირველის ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ, შინჯიკაშვილის მამა დააკავა

პროკურატურის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მასზე ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. 

გამოძიების ცნობით, 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონი წაართვა.

TV პირველის ჟურნალისტი, მარიამ მაკასარაშვილი, რომელმაც 12 მაისს დაზიანება მიიღო, ამბობდა, რომ ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ მას და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, საკუთარი და მედიის კუთვნილი ტექნიკა წაართვა. ტელევიზიის ცნობით, ჟურნალისტი მიღებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაიყვანეს - მას, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა ჰქონდა.

უწყებას ბრალდებულის ინიციალები და ვინაობა განცხადებაში არ დაუკონკრეტებია. 

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.


ცნობისთვის, 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. გასულ წელს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინჯიკაშვილს კონფლიქტი ჰქონდა გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე ხარებასთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics