|
2016-03-24 11:15:15, 1051 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება
რამდენიმე საათში ბრიუსელში ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი საკითხი ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები იქნება. სხდომა ბრიუსელის დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი. მომხდარის ფონზე ევროპარლამენტს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი და საფრანგეთის პრემიერი მანუელ ვალსი. უკვე მეორე დღეა ბელგიაში დაღუპულებს გლოვობენ, დაშვებულია სახელმწიფო დროშები, მოქალაქეები კი ბრიუსელის ცენტრალურ პარკში იკრიბებიან და ასე გამოხატავენ სოლიდარობას. შეგახსენებთ, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების სერიას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი დაშავდა. ტერაქტში ეჭვმიტანილი 3 პირიდან 2 გარდაცვლილია, 1 მათგანი კი ისევ ძიებაშია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)