|
2025-10-07 11:47:52, 1517 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი სექტემბრის ინფლაციას ფასების ზრდას აბრალებს
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.5% შეადგინა. ეროვნული ბანკის განმარტებით, წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. სექტემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 11.9% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის 4.8%-დან ამ ჯგუფზე 3.9 პროცენტული პუნქტი მოდიოდა. საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათის წონა დიდია – 31.7% და შესაბამისად, სურსათის ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია. გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო და აქედან გამომდინარე, წელს, სურსათის გაძვირება ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება. საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მომატებულია, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. სურსათის ფასების ზრდას პურის ფასის ერთჯერადი გაძვირებაც განაპირობებს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. სებ-ის ცნობით, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციის ასახვაა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია. სექტემბერში საბაზო ინფლაციამ 2.1% შეადგინა. სებ-ში განმარტავენ, რომ საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესაფასებლად. „სექტემბერში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე გამოსარჩევი, სავარაუდოდ სეზონური ფაქტორების გამო, იმერული ყველის 6.0%-ით გაძვირებაა, რის გამოც თვის ინფლაცია 0.16 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ინტერნეტის გადასახადის 15.6%-ით შემცირებამ თვის ინფლაცია 0.14 პროცენტული პუნქტით შეამცირა. წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასულ წლის სექტემბერთან შედარებით 12.1%-ით გაძვირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3.7 პროცენტული პუნქტი შეადგენდა. აქედან პურის, ყველის, ზეთის, შოკოლადის გაძვირებაზე ჯამში 1.7 პროცენტული პუნქტი მოდიოდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 9.0%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.8 პროცენტიანი წვლილი შეიტანა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, 0.3 პროცენტული პუნქტით, საწვავის გაიაფება მოქმედებდა“ ,- ნათქვამიან სებ-ის ანგარიშში. რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, წლიურმა ინფლაციამ 6.3% შეადგინა. „ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, სექტემბერში 3.1%-ს გაუტოლდა. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია 7.8% იყო. აქ ყველაზე დიდი წვლილი ზეთს, კარტოფილსა და შოკოლადს აქვს. იმპორტირებული ინფლაცია, ყველაზე მეტად საწვავის ფასების გავლენით, კვლავ დეფლაციურია და -1.1%-ს შეადგენს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)