|
2025-10-06 13:26:37, 1387 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ბურჭულაძე იყენებს დუმილის უფლებას - სავარაუდოდ, დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებაც
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი ლევან ყველაშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებების გადაცემამდე პაატა ბურჭულაძე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატმა პაატა ბურჭულაძე დღეს იზოლატორში მოინახულა. მისი თქმით, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს. "სამი მუხლით არის ბრალდება წარდგენილი, თუმცა ბრალდების ოქმს კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად შესწავლა სჭირდება, მათ შორის იმის გამო, რომ მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გადმოგვცემია. როგორც გამომძიებლისგან გავიგეთ, დღეს იქნება მტკიცებულებების გადმოცემის ნაწილიც და შესაძლოა, სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიებაც. პოზიციას რაც შეეხება, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს [პაატა ბურჭულაძე], დანარჩენს უკვე მას შემდეგ გეტყვით და თვითონაც პოზიციას შეაჯერებს, როდესაც უკვე მტკიცებულებები გადმოგვეცემა', - ამბობს ადვოკატი. "ეროვნული კრების" წევრებს პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, პაატა მანჯგალაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება წარუდგინეს. მათ 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აქციის ორგანიზატორები 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)