|
2025-10-04 21:57:19, 1140 ნახვა
სამართალი
შსს: აქციაზე ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება ოთხი მუხლით დავიწყეთ
ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო. "ეს პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირებას მცდელობას გულისხმობს" - თქვა დარახველიძემ. ივანიშვილის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, აქცია გაცდა კანონით დადგენილ ნორმებს. მისივე თქმით, პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. "დაგიდასტურებთ, რომ აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას თუ ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს შსს-ს" - ამბობს დარახველიძე. მისივე ინფორმაციით, "აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის, ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად", ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული. "ერთერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია" - ამბობს დარახველიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)