|
2016-03-23 18:21:07, 507 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელმა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს უმასპინძლა
აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და ამ პროცესში აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. "მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები თბილისში. დიდად ვაფასებ იმ მასპინძლობას, რომელსაც მინისტრი ხიდაშელი და მისი გუნდი გვიწევს. მადლობას გიხდით იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა დღეს, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ და აღვნიშნოთ ის მტკიცე ურთიერთობა, რომელიც არსებობს აშშ-ს ევროპულ სარდლობას, ნატო-ს და საქართველოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება, ევროპის ფარგლებში, კვლავ განვითარების პროცესშია და უფრო და უფრო რთული ხდება. აღმოსავლეთით ჩვენ ვხედავთ აღზევების გზაზე მყოფ აგრესიულ რუსეთს, რომელმაც ერთპიროვნულად აირჩია, იყოს მოწინააღმდეგე და წარმოადგენდეს მაღალ აგრესიულობას, როგორც აშშ-თვის, ასევე ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის. სამხრეთით ევროპა დგას გამოწვევის წინაშე, რასაც წარმოადგენს მასობრივი მიგრაციის გამოწვევა, რაც თავის ხმრივ გამოწვეულია სახელმწიფოში შექმნილი არასტაბილურობისა და კოლაფსის შემთხვევით, რომლის ფარგლებშიც კარგად იმალებიან და ინიღბებიან როგორც კრიმინალები, ტერორისტები, ასევე უცხოელი მებრძოლები. შედეგად, რეგიონში ორგანიზაცია „დაეში“ ვრცელდება კიბოსავით. იგი სარგებლობს და უპირატესობას პოულობს ნაკლები წინააღმდეგობის გაწევაში, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ევროპულ სახელმწიფოებს, მისი ტერორისტული შეტევებით. მისი დაუნდობლობა აიძულებს მილიონობით ადამიანს სირიიდან და ერაყიდან, რომ გადაადგილდნენ, დატოვონ თავისი სახლები, ეს კი ქმნის ჰუმანიტარული გამოწვევის უპრეცედენტო შემთხვევას.ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნუიორებთან იმისთვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება და გადავლახოთ ორივე ეს სერიოზული საფრთხე. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს მქონდა შესაძლებლობა, ვსტუმრებოდი თქვენს ადმინისტრაციულ საზღვარს. ჩემთან ერთად იყვნენ საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. იქ ვიხილეთ, თუ როგორ არის გაყოფილი თქვენი ხალხი ორად. თქვენს მამაც ქვეყანას აქვს უშუალო გამოცდილება პირადად მიერო განცდა, რა არის რუსეთის მიერ მცდელობა, გააფართოოს დაძალებითი გავლენა მისი საზღვრების ფარგლების მიღმა. ახლა კი, იგი ცდილობს, რომ აგრესიულად ითამაშოს მისი როლი მსოფლიო არენაზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის მცდელობა არის მიმართული იქით, რომ მოხდეს საერთაშორისო სისტემაში არსებული წესებისა და პრინციპების შეცვლა. მოხდეს თავისუფალი სამყაროს ერთიანობის დანაწევრება და ჩვენი სიმტკიცისადმი გამოწვევის შექმნა. ნატო-სთვის დიდი პატივია, ყავდეს ასეთი მტკიცე პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, რომელიც აგრძელებს მის მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. როგორც ყველამ ვიცით, საქართველო გახლავთ რიცხობრივად მეორე კონტრიბუტორი, მეორე წვლილის შემტანი მისიაში, რომელიც ავღანეთში მიმდინარეობს. საერთაშორისო ოპერაციებში თავისი მონაწილეობით, საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში მსოფლიოში. ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ ქართველი ხალხისადმი იმისათვის, რომ ისინი იჩენენ ესოდენ დიდ სიმტკიცეს და ერთგულებას საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი. აშშ-ის სამხედროებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკვე 15 წლის განმავლოვბაში ერთად მსახურობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში. ორივე ჩვენი ქვეყნის სახმედროები კარგად არიან ინფორმირებული, თუ რას ნიშნავს, რომ იყვნენ ბრძოლაში გამობრძნედილი მეგობრები იმ დღევანდელი კომპლექსური უსაფრთხოების ვითარებებთან გამკლავების დროს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. აშშ-ის სამხედრო დახმარების ამჟამინდელი ძალისხმევა საქართველოში თავის კონცენტრაციას ახდენს და მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერფება და განმტკიცება, ასევე გაღრმავდეს საქართველოს ურთიერთთავსებადობა ნატოსთან. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ დღისთვის, როდესაც ნატო გამოაცხადებს მის მზადყოფნას, საქართველო იყოს მზად. ჩვენ ველით იმ სამხედრო ერთობლივ წვრთნებს, რომელიც ჩატარდება ქართველ სამხედროებთან ერთად, საქართველოში, რაც უფრო მეტად გააძლიერებს და განამტკიცებს ჩვენს პარტნიორობას. უფრო დაახლოებს საქართველოს ნატო-ს სტანდარტებთან. როგორც ღირსეული პარტნიორი, ასევე მტკიცე სულის სამხედრო წვრთნები ხელს შეუწყობს, რომ ნატო-ს პარტნიორები, როგორიც არის საქართველო, უფრო ახლოს იყვნენ მასთან თავსებადობის მხრივ. უკეთ შეძლონ, შეიტანონ წვლილი ნატო-ს რეაგირების ძალებში. 2016 წლის მაისში დაიწყება სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი საქართველოში ჩამოვლენ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედროები. ისინი ერთად გაივლიან წვრთნებს ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სამი კვირის განმავლობაში იმისათვის, რომ უკეთ შეძლონ ნატო-ს რეაგირების ძალების შესაძლებლობებში თავისი წვლილის შეტანა. ეს წვრთნები იქნება უფრო მასშტაბური და გაუმჯობესებული, ვიდრე გასული წლის წვრთნები-ღირსეული პარტნიორი", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან და ნატო- ს მოკავშირეთა გაერთაინებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტზეც ისაუბრა: "ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო გენერალ ბრიდლავს.განსაკუთრებით დიდი პატივია ვუმასპინძლოთ მას დღეს, როდესაც ბოლო 45 დღეა დარჩენილი მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის და საქართველო შერჩეული იყო როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, სტუმრობისთვის, რაც ვფიქრობ, საუკეთესო დასტურია, როდესაც ადამიანები ამბობენ ნახვამდის და მიდიან იმ ქვეყანაში, სადაც თვლიან, რომ ყველაზე მეტი მეგობარი, პარტნიორი ყავთ და სადაც უნდათ, რომ გაუზიარონ საკუთარი აზრები, რეკომენდაციები, რჩევები. ესაა სწორედ ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც 25 წლის განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ორმხრივად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ასევე საქართველო-ნატოს ურთიერთობებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში", - აღნიშნა ხიდაშელმა. დღეს დილით გენერალი ბრიდლავი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად, ხურვალეთში, ადმინისტრაციულ საზღვარზე გაემგზავრა და საოკუპაციო ხაზი მოინახულა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში და აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი "ოქროს საწმისის ორდენით" დააჯილდოვა. გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოს დღეს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)