14:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 16:10:12, 32610 ნახვა

სპორტი
მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს

3-5 ოქტომბერს, რიგაში, ბიკერნიკის ლეგენდარულ ტრასაზე, დრიფტის ინტერკონტინენტალური თასის გათამაშებაზე  (Intercontinental Drifting Cup) გამოცდილი ქართველი ავტომრბოლელი - მევლუდ მელაძე საქართველოს სახელით იასპარეზებს, სადაც მისი მხარდამჭერია თიბისი.

Intercontinental Drifting Cup საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ოფიციალური ღონისძებაა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელები შეიკრიბებიან.  

ქართული ავტოსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას - მევლუდ მელაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მის სახელს, საქართველოში პროფესიული ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია უკავშირდება. საქართველოს თოთხმეტგზის ჩემპიონი და ათობით საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებული - ეს მისი შედეგების არასრული ჩამონათვალია.

ბოლო წლებში კი, მევლუდმა მთელი ენერგია დრიფტისკენ მიმართა – ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დისციპლინისკენ.

აღსანიშნავია, რომ მევლუდ მელაძემ დრიფტში მონაწილეობა 42 წლის ასაკში დაიწყო; სწორედ იმ პერიოდში, როცა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ დრიფტის, როგორც სპორტის სახეობის აღიარება დაიწყო და პირველივე რბოლაზე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც საკუთარი თავისა და იმის რწმენა დაეხმარა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.

დრიფტის პოპულარიზაციისთვის, მისი ძალისხმევითა და მეგობრების მხარდაჭერით, შეიქმნა „ლილო არენა“ – პროფესიონალური დრიფტის სარბოლო ტრასა, რომელიც დღეს უკვე არამხოლოდ სპორტსმენების, არამედ ახალგაზრდა თაობისათვისაც განვითარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა.

თიბისისთვის პრიორიტეტია ისეთი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, დაბრკოლებებს; თამამი ნაბიჯებით, თავდაჯერებულად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ და სრულად გათავისებული აქვთ, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია - მთავარია გჯეროდეს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics