|
2016-03-23 17:09:36, 687 ნახვა
კომენტარი
ფილი ბრიდლავი: ჩვენი ფიქრები და ლოცვა ეკუთვნით ადამიანებს, რომლებიც ტერორისტული შეტევის შედეგად დაზარალდნენ
"ჩვენი ფიქრები და ლოცვა ეკუთვნით იმ ადამიანებს, ვინც ამ საშინელი ტერორისტული შეტევის შედეგად დაზარალდა. ამ ტერორისტულ აქტს მკაცრად ვგმობთ", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალ ფილიპ ბრიდლავმა ბელგიასი გუშინ განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით განაცხადა. გენერალი ფილიპ ბრიდლავი ბელგიას თანადგომას უცხადებს: "მინდა, აღვნიშნო ის ტრაგიკული მოვლენები, რომელიც გუშინ ბრიუსელში განვითარდა. ჩვენი ფიქრები და ჩვენი ლოცვა ეკუთვნით იმ ადამიანებს, ვინც დაზარალდა ამ საშინელი ტერორისტული შეტევის შედეგად. ჩვენ ვგმობთ მკაცრად ამ ტერორისტულ აქტს და გავაგრძელბთ ბელგიასთან თანადგომას, ჩვენს ნატო-ს მოკავშირესთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ დავამარცხოთ ტერორიზმი და ტერორისტები და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ცხოვრების წესი", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა. ცნობისთვის, ბრიუსელში გუშინდელ ტერაქტს ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 კი, დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)