|
2015-01-07 17:06:57, 789 ნახვა
ეკონომიკა
ეკა ბესელია: საქართველოს ხელისუფლება ფოთის პორტის გასხვისების პროცესში ვერ ჩაერევა, რადგან ის კერძო კომპანიების ხელშია გადასული
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ქართულ ბაზარზე რუსული ენერგო-კომპანია „როსნეფტის“ შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოეხმაურა. გავრცელებული ცნობით, „როსნეფტის“ მფლობელობაში ფოთის პორტის ნავთობ ტერმინალი, ასევე გალფის ბენზინ გასამართი სადგურების ნაწილი გადადის. მისივე განმარტებით, ფოთის პორტი მთლიანად კერძო კომპანიის ხელში გადავიდა, დღეს კი, პორტს რამდენიმე კერძო კომპანია ფლობს. თუმცა დეპუტატის ინფორმაციით, საკონტროლო პაკეტი მაინც პორტის ძირითად მეპატრონეებს რჩებათ. ამასთან, ბესელიას განცხადებით, ქართულ ბაზარზე რუსული ენერგო-კომპანია "როსნეფტის" შემოსვლასა და მის მფლობელობაში ფოთის პორტის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში, საქართველოს ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა. ბესელია ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ პორტი კერძო კომპანიების ხელშია გადასული და კერძო გარიგებების დროს, ვისზე მოხდება გასხვისება, ამას, მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს. "პირველი, რაც მინდა გითხრათ, თავის დროზე, როდესაც სააკაშვილის დროს ფოთის პორტი იყო გასხვისებული, გაიყიდა. მე პირადად მაქვს განცდა და ასევე, სრულიად დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავის დროზე კორუფციული გარიგება იყო, რომლითაც ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა ქვეყანას და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული ობიექტი პორტი გასხვისდა. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ზიანი, რომელიც ქვეყანას მაშინ მიაყენა სააკაშვილმა. ფოთის პორტი მთლიანად გადავიდა კერძო კომპანიის ხელში, ჯერ თავიდან მას დაეპატრონა რაკია, შემდეგ ის გაიყიდა. დღეს ამ პორტს რამდენიმე კერძო კომპანია ფლობს, როგორც მე ვიცი, ერთ-ერთი შვედების კომპანიაა, თუმცა ეს არის ასევე კერძო კომპანია, რომელმაც როგორც გავიგეთ, გაასხვისა გარკვეული ნაწილი თავისი მფლობელობის, მაგრამ როგორც ასევე ჩვენთვის არის ცნობილი, საკონტროლო პაკეტი რჩებათ იმ ძირითად მეპატრონეებს, რომლებსაც ის ჰქონდათ. თავის დროზე, როგორც გითხარით, ეს იყო საეჭვო გარიგება.ამ გარიგების უკან იდგა სააკაშვილი-მერაბიშვილის კლანი. ახლა, როდესაც ეს გადაწყვეტილებაა მიღებული, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა ამ პროცესში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე კერძო კომპანიების ხელშია პორტი გადასული. შესაბამისად, კერძო გარიგებების დროს, ვისზე მოხდება გასხვისება, ამას საქართველოს ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს",-განაცხადა ეკა ბესელიამ. ამასთან, ბესელიას განმარტებით, ცალსახაა ის, რომ პორტი, როგორც სტრატეგიული ობიექტი, ერთიან სამართლებრივ სივრცეში უნდა მოექცეს და მონოპოლიური პირობები არ უნდა იყოს. "თუმცა, ის რომ მთლიანად პორტი, როგორც სტრატეგიული ობიექტი, უნდა მოექცეს ერთიან სამართლებრივ სივრცეში და საქართველოს კანონმდებლობა მასზე გავრცელდება, ის, რომ არ უნდა იყოს მონოპოლიური პირობები და ანტიმონოპოლიური სტანდარტები, რომელიც არსებობს ქვეყანაში და კანონიც მიღებულია და უნდა გავრცელდეს, ეს შემიძლია ცალსახად გითხრათ. შესაბამისი უწყბები, ეს არის, პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრო, შემდეგ უკვე სამართლდამცავი სტრუქტურები, რომლებიც, ალბათ, მიადევნებენ თვალს, რომ ყვლა გარიგება მოხდეს კანონის სრული დაცვით და ასევე დაცული იყოს ანტიმონოპოლიური სტანდარტები იმისათვის, რომ ქვეყნისთვის ამ სტრატეგიულმა ობიექტმა რაღაცნაირად მოვახერხოთ და საერთო სამართლებრივ სივრცეში იფუნქციონიროს ისე, რომ ქვეყნისთვის მას სარგებელი ჰქონდეს",-განაცხადა ეკა ბესელიამ. კითხვაზე-ფოთის პორტში "როსნეფტის“ შემოსვლით, ირღვევა თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი, ბესელიამ განაცხადა, რომ ამას მარტივად ვერ იტყვის, რადგან არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ტიპის საქმიანობას ეწევა კომპანია "როსნეფტი" ოკუპირებულ ტერიტორიაზე. "რაც შეეხება კანონი ირვევა თუ არა, ამას მარტივად ვერ გეტყვით, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა ტიპის საქმიანობას ეწევა ეს კომპანია ( "როსნეფტზეა" საუბარი), ეს ინფორმაცია არ მაქვს. მე ვარ იმ ქალაქის მაჟორიტარი და, ბუნებრივია, ამ თემით ვინტერესდები. არ მაქვს ინფორმაცია, რომ კანონი ირღვევა და კონკრეტული ფაქტები, მიუხედავად იმისა, რომ მოვიკითხე, არ მოუწოდებია არავის, რაში გამოიხატება კანონის დარღვევა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში, რომელიც საქართველოს შემადგენელი ნაწილია. თუ ასეთი ფაქტები იქნება, ჩვენ შეგვიძლია ცალკეულ შემთხვევაში ამაზე ვისაუბროთ",-განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე რუსული ენერგო-კომპანია „როსნეფტი“ შემოდის. კომპანიის გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, „როსნეფტი“ და “პეტროკასი” ლოჯისტიკისა და საცალო გაყიდვების ერთობლივ საწარმოს ქმნიან. „როსნეფტის“ ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა კომპანია “პეტროკასის” აქციათა 49%-ის შესყიდვისა და კავკასიის რეგიონში საერთო საწარმოს შექმნის თაობაზე ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. „მოხარული ვარ ჩვენს კომპანიებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებით და ერთობლივი საწარმოს შექმნის გადაწყვეტილებით. ეს დოკუმენტი კომპანია „პეტროკასის“ წარმატების დასტური და ახალი მიღწევაა, ამის საფუძველზე ყველა აქციონერი შეძლებს მიიღოს დამატებითი მოგება, ასევე მიღებული გადაწყვეტილება ხაზს გაუსვამს ამიერკავკასიაში ენერგო კოლიდორისა და თვითონ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას“,-განაცხადა დავით იაკობაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, „როსნეფტის“ მფლობელობაში ფოთის პორტის ნავთობ ტერმინალი, ასევე გალფის ბენზინ გასამართი სადგურების ნაწილი გადადის, თუმცა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს ექნება.
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)