01:15 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 16:06:48, 744 ნახვა

კომენტარი
ფილიპ ბრიდლავი: სამხედრო შესაძლებლობები უნდა გავაუმჯობესოთ და ტერორიზმს უნდობლად დავუპირისპირდეთ

აშშ-ის  ევროპული  სარდლობის მეთაურის  გენერალ ფილიპ ბრიდლავის შეფასებით, ტერორიზმთან გასამკლავებლად, ქვეყნებს შორის  სადაზვერვო  ინფორმაციის გაცვლის კუთხით,  თანამშრომლობა უნდა გაუმჯობესდეს.

ამის შესახებ მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მინისტრ თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე,  გუშინ ბელგიაში განხორციელებულ  ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით განაცხადა.

ფილიპ ბრიდლავმა დაგმო ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

"პირველ რიგში, მინდა, შევუერთდე იმ მრავალ ადამიანს, რომელმაც ამ ორი დღის განმავლობაში უკვე   ეს შეტევებიდაგმო.  ეს იყო ნამდვილად წარმოუდგენელი რამ,  რაც მხოლოდ  დაგმობას არ საჭიროებს, ვინაიდან უდანაშაულო სამოქალაქო პირები დაზარალდნენ, დაზარალებულთა შორის იყვნენ ჩვბნი სამხედროების ოჯახის წევრებიც. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის, ვინც დაზარალდა, ან მათი სულებისთვის,  ვინც დაიღუპა   გუშინდელი ტრაგედიის დროს. რაც შეეხება თავად  კითხვას,  თუ რა უნდა გაკეთდეს, სამხედრო  თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად უნდა გავაუმჯობესოთ  ჩვენი თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ერთნაირად მოაზროვნე  სახელწმიფოებმა და ქვეყნებმა  უკეთ უნდა ითანამშრომლონ იმისათვის, რომ მოხდეს ტერორიზმთან  გამკლავება და უკეთ  უნდა მხოდეს შეკავება იმ ტერორისტებისა  და უცხოელი მებრძოლების დაბრუნებისა ჩვენს ქვეყნებში. ამ მხრივ, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა  არის უპირველესი მნიშვნელობის, მეორეს მხრივ, სახელწმიფოთა ჯგუფმა,  ვინც არ იღებს  ტერორიზმს  და ვინც წინააღმდეგია ამის,  უნდა გააერთიანოს ძალისხმევა იმისთვის, რომ ფესვში მოხდეს ამოძირკვა  ტერორიზმის  საფრთხის.  პირველ რიგში,  უნდა მოხდეს რეაგირება იმ საჭიროებებზე,  რომლებიც  არის დაუკმაყოფილებელი დღეს იმ ადამიანებისთვის, ვინც   ხდება სამიზნე ტერორისტების. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები და თავად ტერორიზმს უნდობლად დავუპირისპირდეთ",-განაცხადა ფილიპ  ბრიდლავმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში გუშინდელ ტერაქტს  ბოლო ინფორმაციით, 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 კი, დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics