19:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-14 18:21:31, 1405 ნახვა

პოლიტიკა
სასტიკი თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით - ხელისუფლების კრიტის გამო, მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფიზიკური ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით  თბილისში, მოქალაქეს უცნობი პირი  დაესხა და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა 7 მარტს, ანდრეა აფაქიძის ქუჩაზე მოხდა. სამუკა დარჩია „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ დაახლოებით 01:30 საათზე, სამსახურის ოფისიდან გამოვიდა და საწყობისკენ მიემართებოდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მას ჯერ ზურგის, შემდეგ კი თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.

დარჩია მომხდარს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. კერძოდ, განმარტავს, რომ თებერვლის
ბოლოს, როდესაც უკრაინაში ომის საწყისი ეტაპი იყო, Fაცებოოკ-ში, საქართველოს მთავრობის სხდომის
Lივე-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ არ გამოხატავდა მოქალაქეების პოზიციას მმართველი
პარტიის წარმომადგენლები „უმაქნისებად“ მოიხსენია, რის შემდეგაც მუქარის შემცველი
შეტყობინებები მიიღო. მას აფრთხილებდნენ, რომ „იპოვიდნენ და პასუხს მოსთხოვდნენ“.
ამასთან, როგორც სამუკა დარჩია ყვება, თავდამსხმელი მას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა და
ყვიროდა, რომ „ნაცები უარესსაც უნდა ელოდონ“.
„ვმუშაობდი, ოფისიდან გავედი და საწყობისკენ მივემართებოდი, რა დროსაც მოულოდნელად
ზურგიდან ვიგრძენი ძლიერი ჩარტყმა. ამის შემდეგ დავეცი. ჩარტყმის შემდეგ, ამ პიროვნებამ
რამდენიმეჯერ ფეხი ჩამარტყა, შემდეგ კი გაიქცა. იგინებოდა, ყვიროდა რომ ნაცებს უარესი მოუვათ და
ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან“, - ამბობს დაზარალებული მოქალაქე.
ამასთან, ის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ საქმეს არ გამოიძიებენ რადგან
პირი, რომელიც თავს დაესხა, დიდი ალბათობით მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო.
„გამოვძახე საპატრულო პოლიცია, თუმცა უშედეგოდ. ამბობდნენ, რომ ნაცემის არაფერი მეტყობოდა
და პროვოკატორი ვიყავი. ბოლოს ოქმი შეადგინეს, მითხრეს რომ დამიკავშირდებოდნენ, თუმცა უკვე 1
კვირა გავიდა და არავის დაურეკავს, გამოკითხვაზე არ დავუბარებივარ. დღეს თავად მივედი
განყოფილებაში და ვიკითხე, რა ხდებოდა ჩემს საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მიპასუხეს, რომ
გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა თავდამსხმელის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. არადა თავდასხმა
სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს და ეს ჩანაწერი მათ ამოღებული აქვთ“, - ამბობს სამუკა
დარჩია.
პოლიციის განყოფილებაში „ექსპრესნიუსის“ კითხვებს არ უპასუხეს და პრესცენტრთან
გადაგვამისამართეს. პრესცენტრში კი განგვიცხადეს, რომ „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“,





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics