12:28 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-15 13:23:16, 1205 ნახვა

სამართალი
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო განხილვა იმართება

სასამართლოზე 11 მოწმე დაიკითხება, მათ შორის, გამომძიებლები, რომლებმაც სავარაუდო ქილერი, გელა უძილაური ამოიცნეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უძილაურმა მკვლელობა ანგარებით ჩაიდინა, რასაც მოწმეები დაადასტურებენ. მათ შორისაა კახა ძანძავა - "კანონიერი ქურდის" ძმის მეგობარი, რომელიც დანაშაულის მომენტში ჯანგველაძესთან ერთად იმყოფებოდა და საქმის მთავარ მოწმედ ითვლება.

საინტერესოა, რომ საქმეში ჯერ კიდევ არ გამოკითხულა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის სახელიც არაერთხელ დასახელდა მკვლელობის ორგანიზებასთან კავშირში.

მოკლული ლევან ჯანგველაძე, 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე ჩაცხრილეს. პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური, ხოლო მოგვიანებით, 12 აგვისტოს, კიდევ სამი პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. დაუსწრებლად ბრალი დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძესაც წაუყენეს. ცნობილია, რომ ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან.

პროკურატურის ინფორმაციით, მიქაძეებსა და ჯოხაძეს შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება ედებათ ბრალად. გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს - დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის.

უწყება აცხადებს, რომ გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეზე ძებნა გამოცხადდება. მოსამართლემ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics