|
2016-03-23 10:33:59, 810 ნახვა
სამართალი
ინტერპოლმა დათა ახალაიას საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა
ინტერპოლმა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ინტერპოლმა დათა ახალაიას ძებნა შეწყვიტა იმ მოტივით, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს" - წერს ნადარეიშვილი Facebook. „ექსპრესნიუსმა“ ეს ინფორმაცია ინტერპოლის საიტზე გადაამოწმა. დათა ახალაია ინტერპოლის ძებნილთა სიაში აღარ იძებნება. ცნობისთვის, დათა ახალაია საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი. ახალაია საბერძნეთში იყო დაკავებული, რომელიც იტალიიდან ყალბი სახელის გამოყენებით საბერძნეთში შესვლას ცდილობდა. ახალაია 100 ათასი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საბოლოოდ კი, საბერძნეთის სასამართლომ გაამართლა. ამ თემაზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ თუ კომენტარი გაკეთდება შეგვატყობინებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)