|
2025-09-09 12:48:54, 1854 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე ოპოზიციაზე- უნდათ, რომ თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ
ეს ძალადობრივი დაჯგუფებები გარედან იკვებებიან - სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, მათი რეიტინგი კი ნულია, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს, - თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ განაცხადა. „უნდათ, რომ თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ, რადგან ყველანაირად გაუბედურებულები არიან, თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ნიჰილიზმში არიან გადავარდნილები. ხალხი ხედავს, რას წარმოადგენენ. გუშინდელი მაგალითიც ამას მოწმობს, რომ არიან მოძალადეები, რომლებიც გარედან იკვებებიან - სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, დაფინანსებით. მათი რეიტინგი, ავტორიტეტი ნულია. ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია სხვადასხვა ხრიკს იყენებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში დაპირისპირების დასაწყებად. „ეს ადამიანები ეცდებიან, რომ რაღაც დაპირისპირება შემოიტანონ, ასეთი ხრიკებით. არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან, არც ერთი და არც მეორე. ასე რომ, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და 4 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების მიმართულებით, ისე საკრებულოებში გამარჯვებას“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპი აშშ-ის წარმომადგენელს პუტინის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში გაგზავნის
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)