15:48 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 10:48:38, 1491 ნახვა

საზოგადოება
ტელევიზიების ტოპ დამფინანსებლების ათეული - რომელ კომპანიას არ ეშინია კრიტიკულ მედიაში თავის ჩადება

2025 წლის II კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 15.6 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ.

„ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე თანხას უხდიდნენ იყვნენ: „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „დიპლომატ ჯორჯია“, “პსპ ფარმა”, „ლაქტალის ჯორჯია“, „ავერსი ფარმა“,   „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“, “ვიმ ბილ დან საქართველო”, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „ნესტლე საქართველო” და „ქართული ლუდის კომპანია”.

„რუსთავი 2“-ს (მედია ჰოლდინგი) რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” გადაუხადა, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხის რეკლამა ტელევიზიას შემდეგმა კომპანიებმა დაუკვეთეს: „ლაქტალის ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ავერსი ფარმა“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „ვიმ ბილ დან საქართველო“, “PG Tüketim Mallari Sanayi AŞ”, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“, „თიბისი ბანკი“ და „ნესტლე საქართველო”.

„პოსტვ“-ის 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპ“, „შპს ბუნებრივი აირი“, „სტერეო+“ და „ტიფლის ფაბ“ უხდიდნენ, 50 000-დან 100 000 ლარამდე რეკლამა კი კომპანიებმა: „ქართული რძის პროდუქტები“, „შპს ბუნება“, „შპს სოლუშენ გრუპ“, „სეტი+” და „არქი პრომოუშენ” იყიდეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „თიბისი ბანკი“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, შპს „გეოპლანტი” და „ვაზისუბნის მამული” წარმოადგენდნენ. მაუწყებელს 50 000-დან 100 000 ლარამდე რეკლამა შპს „მერკადომ” დაუკვეთა. ხოლო 7 000-დან 50 000 ლარამდე „ფორმულას“ „თეგეტა მოტორსი“, „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული, „თ და კ რესტორნები” და „ლაქტალის ჯორჯია“ უხდიდნენ.

რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველს“, მაუწყებელს 2025 წლის II კვარტალში 100 000-დან 500 000-ლარამდე „შპს მერკადო“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და „პსპ ფარმა“ უხდიდნენ. რეკლამაში 50 000-დან 100 000-მდე ლარის ფარგლებში დახარჯეს „შპს გეოპლანტმა”, „თიბისი ბანკმა”, „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ და „ვაზისუბნის მამულმა“, ხოლო ტელეკომპანიის სარეკლამო დროს 7 000-დან 50 000 ლარის ფარგლებში „შპს პირველი მეღვინეობა“, „მოდუსი“ და „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“ ყიდულობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics