|
2025-09-08 16:36:42, 2877 ნახვა
სხვადასხვა
Russia Today-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პუტინის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა შესაძლოა კიბოს გამო თანამდებობა დატოვოს.
მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ და RT ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, 7 სექტემბერს გადაცემა „ვეჩერის ვლადიმერ სოლოვიოვის“ ეთერში განაცხადა, რომ ექიმებმა მას „საშინელი, სერიოზული“ დაავადება დაუსვეს. მან თქვა, რომ ოპერაცია დასჭირდებოდა და მკერდის მარცხენა მხარეს მიუთითა. „ვიგრძენი, რომ დღეს ეთერში უნდა გამოვსულიყავი და სიმართლე მეთქვა, რადგან ყოველთვის ჯობია თავად ვთქვათ სიმართლე, ვიდრე მაყურებელს ჭორებით ვკვებო“, - თქვა მან. მოგვიანებით სიმონიანმა ნათლად განაცხადა, რომ მასტექტომიაზე საუბრობდა: „როდესაც გვახსოვს „ახალგაზრდა გვარდიის“ გოგონები, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათ მკერდს ცოცხლად მოაჭრიდნენ - არა ჩემსას, ანესთეზიის ქვეშ...“ 45 წლის მარგარიტა სიმონიანმა არ დააკონკრეტა, თუ რა დაავადება დაუსვეს ექიმებმა. სიმონიანთან დაახლოებულმა მედია ბაზარზე წყარომ The Moscow Times-ს განუცხადა, რომ მას კიბო დაუდგინეს და ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. წყაროს ცნობით, Russia Today-ში მისი მუშაობის გაგრძელების საკითხი წყდება და განიხილება მისი წასვლის ვარიანტი. სიმონიანი ხელმძღვანელობს მედია ჰოლდინგ „Russia Today“-ს, რომელშიც შედის სააგენტო „რია ნოვოსტი“, ასევე ტელეარხ „RT“-ს - კრემლის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს, რომელიც უცხოელ აუდიტორიაზეა ორიენტირებული. არხის ბიუჯეტი მთლიანად სახელმწიფო სახსრების ხარჯზე ყალიბდება. 2025 წელს, ბიუჯეტის კანონის თანახმად, „RT“-ს დაფინანსება 31,1 მილიარდ რუბლს შეადგენს. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს მედიაჯგუფ „Russia Today“-ს, „რია ნოვოსტი“-ს, თავად სიმონიანს და მის კოლეგებს. სიმონიანის ქმარი, რეჟისორი ტიგრან კეოსაიანი, ცხრა თვეა კომაშია და მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამის შესახებ თავად „RT“-ის მთავარმა რედაქტორმა თავის Telegram არხზე განაცხადა. კეოსაიანმა კლინიკური სიკვდილი 2025 წლის იანვარში განიცადა. 59 წლის კეოსაიანი ცნობილია, როგორც ფილმების „საწყალი საშა“, „ვერცხლისფერი შროშანა ხეობაში“ და „ყირიმის ხიდი“ რეჟისორი, ასევე პროპაგანდისტული გადაცემების „საღამო ტიგრან კეოსაიანთან“ და „საერთაშორისო ხერხის ქარხანა“ წამყვანი.
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)