00:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 11:51:33, 786 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე- შეურაცხყოფა და ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის, ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია

თბილისის მერის განცხადებით, შეურაცხყოფა და ბულინგი ოპოზიციის  ჩვეულებრივი დღის წესრიგია.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„შეურაცხყოფა, ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის. ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. არ მინდა ოპოზიციაზე საუბარი, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ, ვესაუბრები დედაქალაქის მოსახლეობას გაკეთებულ საქმეებზე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე. ის, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ცხადია. არის აზრთა სხვადასხვაობა. ალბათ, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით, კახა კალაძე ამბობს, რომ თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

„არაფერი იქნება. ხაბეიშვილი არ არის სერიოზული ფიგურა და მისი განცხადებები არ არის საინტერესო. თავიანთი მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება. თუკი ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics