|
2025-09-05 19:51:40, 7662 ნახვა
ეკონომიკა
80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
80-მდე პროექტი, 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი, 350 000 ლარზე მეტი ინვესტიცია და 70-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია - ასეთია „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმის Tegeta.care-ის სამწლიანი საქმიანობის შედეგები. ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს, რომელიც 5 სექტემბერს აღინიშნება, „თეგეტა ჰოლდინგმა“ ზრუნვის პლატფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები შეაჯამა. უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა - ეს არის მისია, რომლის საფუძველზეც Tegeta.care შეიქმნა.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „Tegeta.care დონაციის პლატფორმაა, რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს აერთიანებს. ვებგვერდის საშუალებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ადგილობრივი თემის გაძლიერება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ, ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ - 2022-2025 წლებში, საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვის მიმართულებით, 80-მდე პროექტი განვახორციელეთ, რომლებსაც, ჯამში, 5 000-მდე ბენეფიციარი ჰყავს. პროექტები კი მრავალმხრივია და საქველმოქმედო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, გარემოსდაცვითი, ქალთა გაძლიერების, საგზაო უსაფრთხოების, ცხოველთა უფლებების დაცვისა და სხვა არაერთი მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს“.
Tegeta.care-ის პარტნიორებს შორისაა საქველმოქმედო ფონდები, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ხანდაზმულების, ქალებისა და ბავშვების მხარდამჭერი ორგანიზაციები, სოციალური საწარმოები, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, მიუსაფარი ცხოველების უფლებებზე მომუშავე ცენტრები, საგანმანათლებლო პროექტები, გოგონათა საფეხბურთო კლუბები და მრავალი სხვა. მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი“: „Tegeta.care-ის პლატფორმით ერთ სივრცეში გავაერთიანეთ საერთო ღირებულებების მქონე ორგანიზაციები, საქველმოქმედო ფონდები, ისეთი ინიციატივები, რომლებიც ეხმარებიან მათ, ვისაც საზოგადოებისა და კომპანიების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. Tegeta.care, როგორც პროექტი, უნიკალური შესაძლებლობაა, რომ საერთო მიზნის გარშემო გავერთიანდეთ და სისტემური მიდგომით ვიზრუნოთ უკეთესი გარემოს შექმნაზე. პროექტი, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, საზოგადოებაზე ზრუნვის იდეით შეიქმნა. ვეცადეთ, სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეებად გვექცია როგორც ჩვენი თანამშრომლები, ისე ნებისმიერი სხვა პირი. გარდა დონაციის შესაძლებლობისა, წლების განმავლობაში, Tegeta.care-ის პარტნიორებთან ერთად, არაერთი საინტერესო პროექტი თუ ინიციატივაც განვახორციელეთ. ვფიქრობ, ამ კუთხით მართლაც შთამბეჭდავი შედეგები ვაჩვენეთ“.
Tegeta.care-ის სამწლიანი საქმიანობის შედეგად 45-ზე მეტი სოფლის ბიბლიოთეკა შეივსო წიგნებით და აღიჭურვა ტექნიკით, 40-მდე ქალი პროფესიულად განვითარდა, 10 სტუდენტი გოგო დაეუფლა ისეთ მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული ტექნოლოგიები და გრაფიკული დიზაინი, კომპანიამ მხარი დაუჭირა 450 ხანდაზმულსა და ონკოლოგიური დაავადების მქონე 100-მდე ბავშვს, გაძლიერდნენ ახალგაზრდა სპორტსმენები, მათ შორის, „თეგეტას“ სტიპენდიატი ქალი ფეხბურთელები, დაირგო 3 000 ხე და მწვანე პროექტებში ჩაერთო 300-ზე მეტი მოხალისე და თანამშრომელი, 400-ზე მეტ მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურები და შეიქმნა მათთვის უკეთესი პირობები, განხორციელდა ათობით პროექტი გარემოზე ზრუნვის, საგზაო უსაფრთხოების, ჰუმანიტარული მიმართულებით და სხვა.
სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიის პარალელურად, „თეგეტა ჰოლდინგმა“ ზრუნვის საკუთარი პლატფორმა 2022 წელს საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების გარშემო ადამიანების გაერთიანების მიზნით შექმნა. პლატფორმა Tegeta.care უნიკალური შესაძლებლობაა როგორც „თეგეტა ჰოლდინგისთვის“, ისე საზოგადოებასა და გარემოზე მზრუნველი ადამიანებისთვის, გაერთიანდნენ სასიკეთო ცვლილებებისთვის. -- ,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|






ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)