|
2015-02-18 10:31:14, 829 ნახვა
საზოგადოება
ფოთის პორტის ტერიტორიაზე პიროლიზური ფისი დაიღვარა
ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის პროცესში პორტის ტერიტორიაზე ნივთიერების დაღვრა მოხდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილი, სადაც ნივთიერების დაღვრა მოხდა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა. აქედან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პიროლიზებული ფისი აქროლად ნივთიერებებს შეიცავს, რამაც ქალაქის ტერიტორიაზე სუნის გავრცელება გამოიწვია. პიროლიზური ფისი სპეციალურ სადრენაჟე ნაგებობაში ჩაიღვარა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ, დაბინძურების ლოკალიზაციისა და ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. არხებიდან ნივთიერების ჩატუმბვა ვაგონ-ცისტერნებში უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელდა. ადგილზე საგანგებო შტაბი მუშაობს. ასევე, იმყოფებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. განხორციელდა სინჯების აღება და გატარდება შესაბამისი რეგირება. ამ ეტაპზე ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)