|
2025-09-05 11:03:09, 1786 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
თიბისი აზიის განვითარების ბანკის(ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ბანკს ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამ კატეგორიაში გადაეცა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“, „სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო“ და „ლიდერი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“. თიბისიმ გამარჯვება სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით მოიპოვა:
„საქართველოში წამყვანი პარტნიორი ბანკის ნომინაციაში თიბისიმ ზედიზედ მე-11-ედ გაიმარჯვა. ეს ადასტურებს, რომ წარმატებით ვპასუხობთ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებს - კომპანიებს ვუმარტივებთ ბიზნესპროცესებს და სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობას უზრუნველვყოფთ. სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო კი იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი გუნდი მიმართავს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი. “მოხარული ვარ, რომ თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან წელს პირველად მოიპოვა ჯილდო შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. სწორედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევქმენით სამოქმედო გეგმა შშმ პირთა ჩართულობის გასაძლიერებლად და ერთიანი ძალებით ვცდილობთ, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას”,- მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილების კოორდინატორი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)