|
2025-08-30 15:48:35, 3111 ნახვა
ომი უკრაინაში
ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს
30 აგვისტოს, ლვოვში მოკლეს მოქმედი პარლამენტის წევრი და ვერხოვნა რადას (მერვე მოწვევა 2016 წლიდან 2019 წლამდე) ყოფილი სპიკერი ანდრეი პარუბი. უცნობმა მამაკაცმა პოლიტიკოსს სულ მცირე შვიდჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პარუბი ექიმების მოსვლამდე მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ქალაქში ოპერაცია „სირენა“ გამოცხადდა. მიმდინარეობს გამოძიება. უკრაინული მედიის ცნობით, თავდამსხმელი კურიერის ფორმაში იყო გამოწყობილი. გენერალურმა პროკურატურამ მკვლელობის ადგილიდან ფოტო გამოაქვეყნა. ანდრეი პარუბი 1971 წელს ლვოვის რეგიონში დაიბადა. განათლებით ისტორიკოსი, პარუბის ასევე აქვს პოლიტიკურ მეცნიერებათა და სოციოლოგიის ხარისხი. 1990 წელს ის ლვოვის რეგიონული საბჭოს დეპუტატი გახდა, ხოლო 1991 წელს, ოლეჰ ტიახნიბოკთან ერთად, უკრაინის სოციალისტური ნაციონალისტური პარტია დააარსა. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ნარინჯისფერ რევოლუციაში და 2013–2014 წლებში იყო „მაიდანის თავდაცვის“ მეთაური. 2014 წელს დაინიშნა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)