|
2025-08-29 16:39:50, 1648 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკმა" Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ბიზნესის მიმართულებით 16 ჯილდო მიიღო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ბიზნესის მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით 16 კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს არაერთი წელია, აფასებს და მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების ინოვაციური და ეფექტური ციფრული გამოცდილების წარმოჩენაა. წლევანდელი შედეგებით, საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მოიპოვა, რომელთაგან 16 ბიზნესის სეგმენტზე მოდის. გამარჯვებულები რეგიონისა და ცალკეული ქვეყნების მასშტაბით სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს, მათ შორის განიხილეს ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურობა, ციფრული ტრანსფორმაციის მასშტაბურობა, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვა. მონაწილეები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურიმ შეაფასა, ხოლო საბოლოო სია Global Finance-ის რედაქციამ გამოავლინა. საქართველოს ბანკმა ბიზნესის მიმართულებით გამარჯვება შემდეგ კატეგორიებში მოიპოვა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი: საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საქართველო:
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)