|
2025-08-27 21:22:41, 4362 ნახვა
სპორტი
სად ვუყუროთ საკალათბურთო ნაკრების თამაშებს? - გაეცანით საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებებს
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. 27 აგვისტოდან ევროპის მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატი EUROBASKET 2025 აიღებს სტარტს - ტურნირი ოთხ ქვეყანაში (კვიპროსში, ლატვიაში, ფინეთსა და პოლონეთში) გაიმართება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. პირველ ტურში 28 აგვისტოს ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევროპული და მსოფლიო კალათბურთის გრანდს, ესპანეთს დაუპირისპირდება. წინ მღელვარე და ემოციური დღეები გველის, თამაშების ყურების საუკეთესო მომენტი კი სხვებისთვის გაზიარებული გამარჯვების სიხარულია, თითოეული მოპოვებული ქულა, დაძაბული მომენტი გაერთიანებს ყველასთან, ვისაც შენსავით უყვარს სპორტი. თუ შენც გინდა მეგობრებს გაუზიარო ემოციები და დიდ ეკრანზე უყურო ყველაზე საინტერესო და დაძაბულ საკალათბურთო ჩემპიონატს, აუცილებლად დაგაინტერესებს საქართველოს ბანკის შეთავაზება. სხვადასხვა ქალაქის რამდენიმე გამორჩეული პაბი განსაკუთრებით ემზადება EUROBASKET-ისთვის, დიდ ეკრანთან ერთად აქ დაგხვდება კომფორტულად მოწყობილი სივრცეები და საგულშემატკივრო განწყობა. PLUS ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხება. არ დაგავიწყდეს, რომ PLUS ქულების გადაცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია სასურველ ნივთებსა და სერვისებში. პაბები, სადაც თამაშის დღეებში გაათმაგებულ PLUS ქულებს დააგროვებ და დასამახსოვრებელ დღეებს გაატარებ მეგობრებთან ერთად: თბილისი
ბათუმი
ქუთაისი
თუ თამაშების ყურებას სახლში გირჩევნია, Wolt-ის ქეშბექი დაგეხმარება საგულშემატკივრო გარემოს შექმნაში: თამაშის პერიოდში WOLT-ის შერჩეული კატეგორიიდან გამოძახებისას გადახდილი თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) Wolt-ის ანგარიშზე დაგიბრუნდება. ასე რომ, მოემზადე დაძაბული თამაშებისთვის, უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და გაუზიარე ემოციები საყვარელ ადამიანებს.
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)