|
2016-03-22 16:16:33, 730 ნახვა
ეკონომიკა
ბრუნო ბალვანერა: საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი სიახლეები ყველა მხარის მიერაა მოწონებული. მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ეკონომიკის ბევრ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას -გამარტივდება საგადასახადო სისტემა და დაბეგვრის რეჟიმი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება რეინვესტირების წახალისება. „მინდა შევაფასო კონსულტაციების ფორმატიც. ხელისუფლებას ძლიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა კერძო სექტორთან. ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები და წინადადებები. დღევანდელ შეხვედრაზე შედგა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მიღება მოხდება წელს, ხოლო ამოქმედება 2017 წლის 1 იანვარს“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. მისი თქმით, რეფორმის მომავალი წლიდან ამოქმედება საშუალებას მისცემს, როგორც ხელისულებას ისე კერძო სექტორს კარგად მოემზადოს ამ რეფორმისთვის - ერთი, მხრივ, ხელისულებამ კანონპროექტის მიღების შემდეგ უნდა დახვეწოს კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც მოხდება ამ ინიციატივის აღსრულება, მეორე მხრივ, ბიზნესმა უნდა მოახდინოს ადაპტაცია და ყველა იმ ინსტრუმენტის ათვისება, რომელიც საჭირო იქნება ახალი მოდელით გადასახადების დეკლარირებისა და გადახდისათვის. „ყველაფერი ეს მოითხოვდა დროის დამატებით რესურსს, დღეს ჩვენ რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ", - აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)