|
2025-08-21 19:05:52, 1466 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოშეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო ვაზნები. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)