|
2025-08-21 11:38:22, 1876 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრები გამართეს
შენგენის ხელშეკრულების 40 წლისთავთან დაკავშირებით, "ახალგაზრდობის თანხმობის აქტის" საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრები მიზნად ისახავდა დიალოგის გაღრმავებას თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობის შესახებ, როგორც საერთო ევროპული ღირებულებისა და სიკეთის. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ელჩებს პირადად გადასცეს წერილები, რომლებიც მიმართულია მათი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი. წერილებში ხაზგასმულია პატივისცემა შენგენის სივრცის მნიშვნელობისადმი, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით-ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, აღნიშნული პოზიციის დაფიქსირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დებატები საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. შეხვედრები გაიმართა გერმანიის, ნიდერლანდების, დანიის, ჩეხეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, იტალიის, საბერძნეთის რესპუბლიკის, ლატვიისა და ნორვეგიის ელჩებთან. თავის მხრივ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ძალისხმევა. ინიციატივაში 21 ახალგაზრდული ორგანიზაცია მონაწილეობდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)