16:40 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 14:26:40, 927 ნახვა

სამართალი
ბალდა კანიონის ინვესტორი მეორე სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნეს

ბალდა კანიონის შენარჩუნების მოძრაობა იუწყება, რომ ბალდა კანიონის ინვესტორი მეორე სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნეს.

„სენაკის სასამართლოში Canyon 350-ის დამფუძნებლისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

სასამართლომ განიხილა ინვესტორის მიერ მოძრაობის წევრზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტი.

კომპანიის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, უკვე დამნაშავედ ცნეს ადგილობრივი მაცხოვრებლის მიმართ ფიზიკური ძალადობის კიდევ ერთ ფაქტში.

ეს სასჯელი ასევე ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

ბალდა კანიონი 40 წლით იჯარით არის გაცემული იმ პირებზე, რომლებიც ფიზიკურად და სიტყვიერად ესხმიან თავს ადგილობრივ მაცხოვრებლებს და სოფელი უკვე 667 დღეა ამ ტერორში ცხოვრობს.“

მერკვილაძესთან ერთად, სასამართლომ გიორგი ჯანაშია და გუჯუ გურგენიძე დამნაშავედ ცნო მოძრაობის წევრის, თაზო რუხაიას მიმართ ჯგუფური ძალადობის საქმეში.

აქტივისტმა სალომე სიმონიამ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ სენაკის რაიონულმა სასამართლომ თითოეულს 2000₾ ჯარიმა დააკისრა.

ინციდენტი 2023 წლის 2 ნოემბერს მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის პრიმა პუნქტით ჩატარდა.

საინტერესოა, რომ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების რეგულარული მონაწილეები, თორნიკე ტოშხუა და მინდია შერვაშიძე, „ქართული ოცნების“ პროვოკატორის, ბექა გოცირიძის საჩივრის შემდეგ, ცოტა ხნის წინ იმავე მუხლით პატიმრობა მიუსაჯეს.
მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით.

5 მარტს, კომპანია „კანიონ 350“-ის ინვესტორი და დირექტორი გიორგი მერკვილაძე სენაკის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

„ბალდის“ მოძრაობის წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობისთვის, მას სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლის, 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჯარიმა დაეკისრა.

გიორგი მერკვილაძე რუსეთის ფედერაციაში ქართული ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, დიპლომატიური გამოცდილების არმქონე ბიზნესმენის, მამუკა მერკვილაძის ძმაა, რომელიც ამავდროულად რუსეთში ქართული დიასპორის ვიცე-პრეზიდენტია. ორივე მათგანი საქართველოს და რუსეთის მოქალაქეობის მფლობელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics