საბურთალოს რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ნუცუბიძის N14ბ-ს მიმდებარედ ახლადმოწყობილ სკვერში კიპარისის ნერგები დარგეს. 

" />
21:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 13:19:43, 514 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა

საბურთალოს რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ნუცუბიძის N14ბ-ს მიმდებარედ ახლადმოწყობილ სკვერში კიპარისის ნერგები დარგეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ახლადგაშენებულ უბანში რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლებმა სკვერისა და სათამაშო მოედნების მოწყობის თხოვნით თბილისის მერს დავით ნარმანიას გასულ წელს მიმართეს, თუმცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, მერიასა და მესაკუთრეს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, თვითმმართველის საკუთრებაში გადავიდა.

„თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მსგავსი ტიპის სკვერების და პარკების მოწყობა. ეს სკვერი არის კერძო სექტორთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. აქ უნდა აშენებულიყო კორპუსი და მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა ადგილმონაცვლეობა და მოეწყო სკვერი. დღეს ამ სკვერში დაირგო ხეები. ეს არის თბილისის მერის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომელიც თბილისის შემოგარენში ერთი მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ საპროექტო სამუშაოები პროცედურების დასრულებისთანავე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დაასრულა. სკვერში კეთილმოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა საპარკე სკამები, სათამაშო და სპორტული ინვენტარი. დღეს კი სკვერში 20 ერთეული წიწვოვანი ნერგი დაირგო.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics