2025-08-18 22:24:26, 3469 ნახვა
სპორტი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბახმაროს თასი 2025 გაიმართება
![]() საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესებისა და მათი ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, გასული წლების მსგავსად, ბანკი „ბახმაროს თასის“ მთავარი მხარდამჭერია. „ბახმაროს თასი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ისტორიული სპორტული ღონისძიებაა, რომლის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ბახმაროში დოღზე მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან არაერთი მხედარი იღებს, სანახაობას კი ათობით ათასი სტუმარი ესწრება. გამარჯვებულები ოთხი გარბენის ფარგლებში გამოვლინდებიან:
„საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია, „ბახმაროს თასს“ მხარს უჭერს. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის. გვახარებს, რომ როგორც მონაწილეების, ისე მაყურებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში. დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ დაიწყება. ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება.
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|