06:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 14:14:36, 1977 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე - პუტინი აგრძელებს ომს და მშვიდობას არ აპირებს

“შეხვედრის მთავარი შედეგია, რომ პუტინი აგრძელებს ომს და მშვიდობას არ აპირებს. ჩვენთვის კი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -  უკრაინისთვის გრძელვადიანი და სასიკეთო სამშვიდობო შეთანხმება უფრო რეალისტური გახდა, რადგან რუსეთი დღევანდელ პირობებში გაცილებით სუსტია ვიდრე 2022 წელს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ

 “ერთია ის განცხადებები, რაც გაკეთდა შეხვედრის შემდეგ, სხვათა შორის ისიც საინტერესოა, რომ ოფიციალური ვახშამი, რომელიც უნდა შემდგარიყო პუტინსა და ტრამპს შორის, არ შედგა და მანამდე მოუწია პუტინს წასვლა. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია პროტოკოლისთვისაც. მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის, რაც თქვეს, არამედ რა შედეგიც დადგა და შედეგი არის ის, რომ პუტინმა მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ ამ ომის შეჩერება არ სურს. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინის ბედი არ გადაწყდება უკრაინის და ევროპის გარეშე. შემდეგ შეხვედრას დანამდვილებით, თუ კი ის შედგება, აუცილებლად უნდა დაესწროს უკრაინის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე უკრაინა, რომელიც მოწოდებულია, რომ მიიღოს გრძელვადიანი გარანტირებული მშვიდობა, რომელსაც ეყოლება კონკრეტული გარანტორები და ეს მშვიდობის პირობები იქნება უკრაინისთვის სასიკეთო პირობები და არა რუსეთისთვის, ჩემი აზრით უფრო რეალისტური გახდა ამ შეხვედრის შემდეგ, რადგან პუტინი აგრძელებს ზუსტად იმავეს, რასაც აქამდე აკეთებდა - სისხლიანი დიქტატორი, ტერორისტული სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელიც არის მსოფლიო ბოროტების ბუდე. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ კაცს არავითარი მშვიდობა არ სურს და უკრაინაში აპირებს იმ სისხლიანი დაპირისპირების გაგრძელებას, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, უბრალოდ საბედნიეროდ რუსეთი დღეს არის გაცილებით უფრო სუსტი, ვიდრე 2022 წელს. მათ დაკარგეს სირია, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს მოლდოვასა და რუმინეთში, აქედან გამომდინარე რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებიც ყოველდღიურად უფრო სუსტდება, მაგრამ მიუხედავად ამისა პუტინი არის მთავარი ინიციატორი, რომ არ შედგეს სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისა და რუსეთს შორის.” - განაცხადა ლებან სანიკიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics