12:31 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-14 14:08:39, 1929 ნახვა

ეკონომიკა
„ჰკითხე ექსპერტს“ – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

სალომბარდე მომსახურებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დასამსხვრევად და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ექსპრეს ლომბარდმა“ ახალი კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით: „ჰკითხე ექსპერტს“. მისი მიზანია, უპასუხოს იმ კითხვებს, რომლებიც მომხმარებლებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ სალომბარდე მომსახურებასთან დაკავშირებით, მაგალითად: როგორია სესხის აღების პროცედურა, რა დოკუმენტებია საჭირო, რა ტიპის პროცენტები არსებობს, როგორ აფასებენ ნივთებს და როგორია მომსახურების პირობები.

კამპანია ასევე ეხება ძვირფასი ნივთების შემოწმება-შეფასების პროცესს, რომლის მიმართ მომხმარებელთა ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. „ექსპრეს ლომბარდისთვის“ ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც კომპანიაში მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები მუშაობენ, რომლებიც არა მარტო უზრუნველყოფენ ნივთების ობიექტურ შეფასებას, არამედ სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ნივთების უსაფრთხოებაზე და მზად არიან, მომხმარებლების ნებისმიერ შეკითხვებს გასცენ პასუხები.

კამპანიის ფარგლებში, ექსპერტ-შემფასებლებმა  პასუხები გასცეს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და მათი გაცნობა „ექსპრეს ლომბარდის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი. მაგალითად, განხილულ თემებს შორის იყო: როგორ მოწმდება ნაკეთობა?, როგორ მივიღოთ დამატებითი თანხა არსებულ სესხზე?, რა პირობებით შეიძლება ვერცხლის დალომბარდება?, რატომ იზრდება ოქროს ფასი და რა განსხვავებაა მის სინჯებს შორის?.

ამასთან, მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით „ექსპრეს ლომბარდის“ ნებისმიერ ფილიალში მივიდნენ, პირადად გაესაუბრონ ექსპერტებს და მიიღონ დეტალური კონსულტაცია როგორც ძვირფას ლითონებთან, ისე ლომბარდთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. კითხვების დასმა ასევე შესაძლებელია კომპანიის სოციალურ ქსელებში, ვებგვერდზე და ცხელ ხაზზე (032 2 39 39 39 / *3939).

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics