06:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-14 12:50:03, 1279 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციონერი ვახუშტი მენაბდე მისი ოჯახის ოცნებასთან ბიზნეს კავშირებზე კითხვებს პასუხობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორი, კონსტიტუციონალისტი  ვახუშტი მენაბდე მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მისი თქმით, ტყუილია გარკვეული ოპოზიციის პარტიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ოჯახის ცემენტის ქარხანათან, "ქართული ოცნება" კონტრაქტებს ინტენსიურად დებს.

საჯარო პირი ვალდებულია გამოეხმაუროს იმას რასაც მასზე საუბრობენ, ამიტომ დავწერე პირველი პოსტის და ვწერ ამასაც, თან დასამალი არაფერი მაქვს.

პირველ რიგში, ეს კომპანია არაფერ კავშირში არ არის იმ საქმესთან რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ ყოველთვის იმას, რისიც მწამს. ამ შპს-ს მართვასთან არავითარი შეხება არ მაქვს, ამიტომ დამჭირდა გადამოწმება. რაც შეეხება ბრალდებებს:

1. მაგალითად ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ჩემი სიტყვები “მამაჩემის შპს […] მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს.” ოპონენტებს მოაქვთ სქრინი საიტიდან, სადაც ალბათ რამე ტექნიკური ხარვეზია, რადგან ოფიციალური შესყიდვების გვერდზე გარკვევით წერია, რომ 2025 წელს რამდენიმე ტენდერი აქვს წაგებული შპს გურიამშენს (იხილეთ სქრინები #1 კომენტარში);

2. ასევე ამბობენ, რომ შპს-ს მოგებული აქვს ტენდერები გურიის გარეთ (სამეგრელოში). იგივე საიტზე ნახავთ, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში არსებობს 5 “გურიამშენი”, 4-ს არავითარი კავშირი არ აქვს ჩემი ოჯახის წევრებთან. შეიძლება ამ კომპანიებიდა რომელიმე საქმიანობდა სამეგრელოში და მაგაში ერევათ (აქაც რეესტრის საიტიდან იხილეთ სქრონი #2 კომენტარში);

3. ამბობენ იმასაც, რომ შპს-ს მდინარიდან ინერტულ მასალას მოიპოვებს. როგორც ჩემმა ძმამ მითხრა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. როცა ქარხანა შპს-მ იყიდა, მას მოყვა ლიცენზია, მაგრამ ლიცენზია მალევე გაყიდა, ისე რომ არასდროს გამოუყენებია.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ გადაამოწმოთ თავად შპს-სთან. გუშინაც დავწერე, რომ ის მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს ტენდერების გამჭვირვალობასთან, ან ნებისმიერ სხვა გარემოებასთან დაკავშირებით. თუ რამე უკანონოს იპოვით ვერავინ დამასწრებს მაგის სათანადო შეფასებას.

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ყველა სიტყვა ძვირფასია! - აცხადებს მენაბდე

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, შესყიდვების გვერდზე გარკვევით წერია, რომ 2025 წელს რამდენიმე ტენდერი აქვს წაგებული შპს გურიამშენს. 

მენამდის თქმით, ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ მის ოჯახს სამეგრელოშიც აქვს მოგებული ტენდერი: 

საჯარო პირი ვალდებულია გამოეხმაუროს იმას რასაც მასზე საუბრობენ, ამიტომ დავწერე პირველი პოსტის და ვწერ ამასაც, თან დასამალი არაფერი მაქვს. 

პირველ რიგში, ეს კომპანია არაფერ კავშირში არ არის იმ საქმესთან რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ ყოველთვის იმას, რისიც მწამს. ამ შპს-ს მართვასთან არავითარი შეხება არ მაქვს, ამიტომ დამჭირდა გადამოწმება. რაც შეეხება ბრალდებებს: 

1. მაგალითად ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ჩემი სიტყვები “მამაჩემის შპს […] მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს.” ოპონენტებს მოაქვთ სქრინი საიტიდან, სადაც ალბათ რამე ტექნიკური ხარვეზია, რადგან ოფიციალური შესყიდვების გვერდზე გარკვევით წერია, რომ 2025 წელს რამდენიმე ტენდერი აქვს წაგებული შპს გურიამშენს (იხილეთ სქრინები #1 კომენტარში);

2. ასევე ამბობენ, რომ შპს-ს მოგებული აქვს ტენდერები გურიის გარეთ (სამეგრელოში). იგივე საიტზე ნახავთ, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში არსებობს 5 “გურიამშენი”, 4-ს არავითარი კავშირი არ აქვს ჩემი ოჯახის წევრებთან. შეიძლება ამ კომპანიებიდა  რომელიმე საქმიანობდა სამეგრელოში და მაგაში ერევათ (აქაც რეესტრის საიტიდან იხილეთ სქრონი #2 კომენტარში);

3. ამბობენ იმასაც, რომ შპს-ს მდინარიდან ინერტულ მასალას მოიპოვებს. როგორც ჩემმა ძმამ მითხრა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. როცა ქარხანა შპს-მ იყიდა, მას მოყვა ლიცენზია, მაგრამ ლიცენზია მალევე გაყიდა, ისე რომ არასდროს გამოუყენებია. 

ეს ყველაფერი შეგიძლიათ გადაამოწმოთ თავად შპს-სთან. გუშინაც დავწერე, რომ ის მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს ტენდერების გამჭვირვალობასთან, ან ნებისმიერ სხვა გარემოებასთან დაკავშირებით. თუ რამე უკანონოს იპოვით ვერავინ დამასწრებს მაგის სათანადო შეფასებას. 

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ყველა სიტყვა ძვირფასია!





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics