19:03 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-14 11:28:51, 1544 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ზაფხულის დიდი კამპანია გრძელდება

მოსწავლეების პირველ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში საზაფხულო კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც აპლიკაციაში 3 მეგობარს მოიწვევს, ონლაინ მაღაზიის ვაუჩერს მიიღებს და 1500-მდე სახეობის საჩუქრიდან ერთ-ერთის შერჩევას შეძლებს. საჩუქრებს შორისაა PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა.

როგორ მუშაობს კამპანია:

  • საჩუქრის მისაღებად, მოსწავლემ sCoolApp-ში მოცემული ინდივიდუალური კოდი მეგობარს უნდა გაუზიაროს. ადრესატმა კი კოდი აპლიკაციაში რეგისტრაციისას მიუთითოს;
  • მას შემდეგ, რაც კოდით სამი მეგობარი დარეგისტრირდება, ვაუჩერის კოდს მოსწავლე SMS-ის სახით მიიღებს. თითოეულ მოწვეულ მეგობარზე კი sCoolApp-ის ანგარიშზე 5₾ ჩაერიცხება (სულ 15₾).
  • ყოველ ახალმოწვეულ და რეგისტრირებულ 3 მეგობარზე მოსწავლე დამატებით საჩუქარს მიიღებს.
  • ვაუჩერების ღირებულებაა 30, 50, 100, 200, 500 და 1700 ლარი. ვაუჩერის გამოყენება კი შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ მაღაზიის სპეციალურ კატეგორიაში, სადაც კამპანიისთვის შერჩეული საჩუქრებია განთავსებული;
  • თუ არჩეული ნივთი ვაუჩერზე ძვირია, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თანხა დაამატოს. ვაუჩერის გამოყენება 2025 წლის სექტემბრის ბოლომდეა შესაძლებელი.

კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბრამდე ან ვაუჩერების ამოწურვამდე გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, sCoolApp-ი ციფრული სივრცეა მოსწავლეებისთვის, რომელშიც ბავშვს სახალისო და პრაქტიკული ფუნქციონალები დახვდება.  მისი მეშვეობით მოსწავლეები ფინანსურ დამოუკიდებლობას სწავლობენ. sCoolApp-ს უკვე 100,000-ზე მეტი ბავშვი ყოველდღიურად იყენებს. აპლიკაციის გადმოწერა უფასოა და ის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ საჩუქრებსა და შეთავაზებებს აერთიანებს.

თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს მოსწავლის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ბარათს  სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ.

ზაფხულის კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics