05:44 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-10 21:05:51, 2868 ნახვა

პოლიტიკა
ვასო ურუშაძე - ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე და 3+3 ფორმატზე, სადაც წამყვანი როლი პუტინს ჰქონდა

“ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე და 3+3 ფორმატზე, სადაც წამყვანი როლი პუტინს ჰქონდა, მაგრამ ირანში ისრაელისა და აშშ-ის სპეცოპერაციის შემდეგ ფორმატი დაიშალა – თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი გავიდნენ, პუტინი, ირანი და ივანიშვილის მმართველობის ქვეშ მყოფი საქართველო თამაშგარეში დარჩნენ.”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაშემ

- “ივანიშვილმა ფსონი დადო ავტორიტარული რეჟიმების კავშირზე, რაც გამოიხატებოდა 3+3 ფორმატით, სადაც წამყვანი როლი ჰქონდა მის ბუნებრივ მოკავშირეს, ვლადიმერ პუტინს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა განახორციელეს ე.წ. სპეცოპერაცია ირანში, 3+3 ფორმატი ფაქტობრივად არის ჩაშლილი და ის პერსპექტივა, რის საფუძველზეც იქმნებოდა 3+3 ფორმატი, იქნებოდა სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს გულისხმობდა, ეს იყო რუსეთისა და ირანის დაკავშირება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და რუსეთს ექნებოდა შესაძლებლობა ოკეანეზე გასვლის, რის შემდეგაც მოხდებოდა ცენტრალური აზიის ბუნებრივი რესურსების მითვისება და ამერიკული, ბრიტანული და ევროპული კომპანიების გაძევება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონიდან. ეს ოცნება, პუტინის და სხვა ავტორიტარული რეჟიმების, არის დასრულებული, დასრულებულია ივანიშვილის ოცნებაც და შესაბამისად, რჩება 3+3 ფორმატიდან თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი გავიდნენ, მუშაობენ ახალ სატრანსპორტო დერეფნებზე, ახალ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, რჩება პუტინი,  ირანი  და საქართველო ივანიშვილის მმართველობაში, რომელიც საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაშია ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ ვიყოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო დერეფანი, არამედ ვიყოთ ლოგისტიკური-ეკონომიკური ჰაბი რეგიონში, ვიყოთ შვეიცარიული და სინგაპურული ეკონომიკური მოდელის ახალი პერსპექტივა კავკასიის რეგიონში, უბრალოდ ეს ყველაფერი ვერ მოხდება ივანიშვილის და კობახიძის მმართველობის პირობებში. მნიშვნელოვანია დემოკრატიული მმართველობის დღის წესრიგის დაბრუნება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენა, ინვესტიციების მოზიდვა და იმ პერსპექტივების რეალიზება, რომელიც ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ დღეს გვეძლევა.” - განაცხადს ვასო ურუშაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics