09:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 22:25:00, 1480 ნახვა

პოლიტიკა
სახ.დეპი ამაღლობელზე: გვაშფოთებს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების შევიწროება

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფორმულას მიერ დასმულ შეკითხვას მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩის, თამარ ტალიაშვილის დანიშვნის მიუხედავად, ვაშინგტონის პოზიცია კვლავ კრიტიკულია.

სახ.დეპში ასევე განაცხადეს, რომ ახალ კანონებში შეტანილ ცვლილებებს "ქართული ოცნების" მთავრობა, მისი კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებს, რითაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით.

ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას", - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

მზია ამაღლობელს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა დღეს მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics